სახელისუფლებო გუნდი ევრორეკომენდაციების შესრულებას აქტიურად განაგრძობს. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით ამის დასტური ის არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წევრების მიერ ევროპელ პარტნიორებთან განხორციელდა. ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი.
რატი იონათამიშვილი: ''საზოგადოებამ იცის რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ვენეციის კომისიას და ჩვენ გავაგზავნეთ ის კანონები და კანონის პროექტები, რომლებზეც საშემოდგომო სესიაზე ვიმუშავეთ. ასევე, მთავრობის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც დეოლიგარქიზაციის ნაწილის შესრულებას ეხება. ცხადია, ჩვენი მოლოდინი ვენეციის კომისიისგან არის პოზიტიური, ვინაიდან ის მუშაობა ეფუძნებოდა იმ ღირებულებებს, რომლებიც მნიშნელოვანია რომ ახლა გატარდეს. ასევე, ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამდით ძალიან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.''