logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ნაცისტების იდეოლოგიის მატარებელი ზელენსკი გამოცხადებული იქნა ნეოფაშიზმის ახალ ფიურერად და „ცივილიზებული დასავლეთის“ კანადის პარლამენტში ამას ოვაციები მოჰყვა
- +

28 სექტემბერი. 2023. 11:27

 

 

გადაიხაზა ჰოლოკოსტი, პოლონელების გენოციდი ვოლინაში. საკონცენტრაციო ბანაკები გამოცხადებული იქნა „კულტურის სახლებად“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, კანადის პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის ნეოფაშიზმის ახალ ფიურერად აღიარა.

 

იაროსლავ გუნკა, ნაცისტური SS მე-14 დივიზიის 98 წლის ვეტერანი: „უკრაინის პრეზიდენტი არის იმ იდეალების ღირსეული მიმდევარი, რომლებსაც ჩვენ ბოლომდე ვიცავდით“. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა კანადის პარლამენტის მხურვალე აპლოდისმენტები. ამ ტაშმა და ოვაციებმა დაასამარეს "ნიურნბერგის პროცესი". ჩვენს თვალწინ, კანადაში მოხდა ფაშიზმისა და ნაციზმის რეაბილიტირება. ფაქტიურად ამნისტირებული იყვნენ ჰიტლერი, გებელსი, გერინგი, რიბენტროპი... გადაიხაზა ჰოლოკოსტი, პოლონელების გენოციდი ვოლინაში. საკონცენტრაციო ბანაკები გამოცხადებული იქნა "კულტურის სახლებად". ნაცისტების - ბანდერას და შუხევიჩის იდეალიზირებული ჰეროიზაცია „ჩაბეტონებული“ იქნა დამატებითი სამყაროსთვის, ხოლო მათი იდეოლოგიის მატარებელი ზელენსკი გამოცხადებული იქნა ნეოფაშიზმის ახალ ფიურერად. და „ცივილიზებული დასავლეთის“ კანადის პარლამენტში ამას ოვაციები მოჰყვა. ალლე! დიზ ისტ დას ენდე! კაპუტ დერ დემოკრატი! ჰაილ ზელე!!! ფარდა“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner