სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვოიაჟი კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტის მოქმედებები ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ქართულ ოცნებაში დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ნარატივის გამჟღერებელია.
გივი მიქანაძე: ''პრეზიდენტი ცალსახად საზოგადოებას აწვდის გზავნილს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომ არღცვევს ქვეყნის უზენაეს კანონს და რაც მთავარია, ის აჟღერებს ისეთ განცხადებებს, რაც პირდაპირ ჭრილში დაკავშირებულია რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ კამპანიასთან და ნარატივთან. ერთხელ და სამუდამოდ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ პრეზიდენტი მთლიანად გადაბარგდა რადიკალების ბანაკში და სწორედ მათი პოლიტიკის განმახორციელებელი პოლიტიკური სუბიექტი გახდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმპიჩმენტის დაწყების თაობაზე, იყო მყისიერი, დროული და აუცილებელი იმისთვის რომ საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ ამ საკითს უპასუხისმგებლოდ არ ვტოვებთ და არც დავტოვებთ.''