logo_geo
eng_logo
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლონდონში, აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა
- +

28 სექტემბერი. 2023. 13:28

 

 

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა.

 

ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა სახელმწიფოთა შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის (OPDAT) დირექტორის პირველი მოადგილე ერიკ პიტერსონი.

 

ირაკლი შოთაძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner