logo_geo
eng_logo
წალენჯიხაში მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ადგილას ახლი ხიდი მოეწყო
- +

28 სექტემბერი. 2023. 13:31

 

 

წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უკვე შეუძლია.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილობრივ მოსახლეობას საავტომობილო ხიდის მოწყობას, სტიქიის დღესვე შეჰპირდა.

 

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით კუხალეიშვილი, დავით ვერავა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner