„შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. მოლოდინს გადააჭარბა მათმა პოზიტიურმა შეფასებებმა ყველა იმ ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სტატუსის მიღების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„ორმხრივი შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს. უკვე გაიმართა შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. ჩვენ მათგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ ყველა იმ პროცესში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ვალდებულებების კუთხით, ასევე შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა მათმა პოზიტიურმა შეფასებებმა ყველა იმ ძალისხმევაზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ის თანამშრომლობა და ის ახალი მიმართულებები, რაზეც დღევანდელ შეხვედრებზე შევთანხმდით, იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს მაია ბითაძე.