logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის, რობინ დანიგანის ჩამობრძანებას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებიდან გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, გულწრფელი, ღია ურთიერთობა
- +

28 სექტემბერი. 2023. 14:36

 

 

დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას. ქალბატონი დანიგანი სულ მალე ჩამოვა საქართველოში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, გულწრფელი, ღია ურთიერთობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

 

ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანთან. მინდა საჯაროდ გამოვხატო მადლიერება მის მიმართ, გვქონდა ხანგრძლივი, გულწრფელი, ღია საუბარი. თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა მსჯელობა. ბოლო პერიოდში ასეთი მაღალი დონის საუბრები, სამწუხაროდ, აღარ გამართულა. ჩვენთან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას. მინდა ასევე გითხრათ, რომ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას. ქალბატონი დანიგანი სულ მალე ჩამოვა საქართველოში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ, გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, გულწრფელი, ღია ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიულ პარტნიორი და მადლიერი ვართ ამერიკის. ხანდახან შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია - ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას - თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ეს ნორმალური პროცესია. ეს არ არის რაღაც ანომალია, მაგრამ მთავარია, რომ იყოს ჯანსაღი დიალოგი და გულწრფელი კომუნიკაცია. ჩვენ არავისგან არაფერი გვაქვს დასამალი, არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს არ გააჩნია არცერთ საკითხთან მიმართებაში. ასე რომ, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner