logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ყურძნის ჩაბარების პროცესი კარგად არის ორგანიზებული
- +

28 სექტემბერი. 2023. 14:38

 

 

დავათვალიერე და გვეცანი შტაბის მუშაობას. რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში, თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის მონახულების შემდეგ განუცხადა.

 

დავათვალიერე და გვეცანი შტაბის მუშაობას. რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით უკვე ჩაბარებულია და გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი. დაახლოებით 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა. 300-მდე კომპანიაა ამ პროცესში ჩართული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შტაბის მუშაობით. ისინი ლაივ-რეჟიმში აკონტროლებენ ყველა ქარხნის მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მის გუნდს, შტაბს, ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner