logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: გაიყარნენ ხაბეიშვილი და მელია, შეიყარნენ ვაშაძე-ხაბეიშვილი. მათი ეს დაწყვილება თუ ქორწინება არაა საინტერესო ხალხისა და ქვეყნისთვის
- +

28 სექტემბერი. 2023. 15:01

 

 

„გაიყარნენ ხაბეიშვილი და მელია, შეიყარნენ ვაშაძე-ხაბეიშვილი. მათი ეს დაწყვილება თუ ქორწინება არაა საინტერესო ხალხისა და ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

„გაიყარნენ ხაბეიშვილი და მელია და შეიყარნენ ვაშაძე-ხაბეიშვილი. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათი ეს დაწყვილება თუ ქორწინება, რა თქმა უნდა, არც საინტერესოა ჩვენი ხალხისთვის და მით უფრო, არც მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. სულ უფრო ნათელია, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

დატოვებენ თუ არა ნიკა მელია და მისი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“, სავარაუდოდ, 7 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილის პარტიაში პროცესები ლოგიკურად მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner