ავტორი თამუნა ნათაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ისნის მე-10 ოლქში ბექა ნაცვლიშვილმა, „რეპორტიორთან" ისნის ინდუსტრიული განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ისანი არის ძველი ინდუსტრიული რაიონი და „ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელმაც პირველმა 25 წლის განმავლობაში დაიწყო ინდუსტრიის გამოცოცხლებაზე, მეწარმეობის განვითარებაზე ფიქრი, რასაც აუცილებლად სჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა და სახელმწიფოს მონაწილეობა მისი მხრიდან. ეს არის ჩემი მიზანი, რომ გარკვეული თვალსაზრისით ძველი ფუნქცია დავუბრუნოთ ისანს, რომ კვლავ გახდეს ინდუსტრიული რაიონი",- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.