logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ადამიანები სანქციებზე არ საუბრობდნენ
- +

28 სექტემბერი. 2023. 15:04

 

 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ბექა დავითულიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა მისი ვიზიტებიდან ჩანს, რომ ამას კონკრეტული გამკაცრებული პირობები მოჰყვება იმ პირების მხრიდან ვისაც პრეზიდენტი ხვდება.

 

დავითულიანის თქმით, ისურვებდა, რომ პრეზიდენტის შეხვედრების შემდეგ, ადამიანები საქართველოს სანქციებისკენ არ მოუწოდებენ.

 

"საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, რომ მიიღოს საქართველომ სტატუსი, თუმცა, ჯერჯერობით, ერთის მხრივ თითქოს გზავნილი ასეთია, მაგრამ მეორეს მხრივ ამას მოჰყვება კონკრეტული გამკაცრებული პირობები და განცხადებები საქართველოს მიმართ, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც პრეზიდენტი ხვდება.

 

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტმა ის კი არ აკეთოს, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ ადამიანები სანქციებზე საუბრობდნენ, არამედ ისეთი საქმე აკეთოს, რომლის პასუხადაც იქნება ნათქვამი რომ -კი, საქართველო კარგად მიდის რეკომენდაციების შესრულების გზაზე და საქართველო მიიღებს ამ სტატუსს" - განაცხადა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner