logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის დედისა და ბენდუქიძის უნივერსიტეტებმა უარი გვითხრეს სტუდენტების დავალიანების ჩამოწერაზე. ამაშიც გამოჩნდა, როგორც ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე
- +

28 სექტემბერი. 2023. 15:46

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების ჩამოწერაზე ესაუბრა. პრემიერმა დაასახელა უნივერსიტეტები, რომლებმაც სტუდენტების დავალიანების განულებაზე უარი განაცხადეს, პროგრამაში ჩართულ სასწავლო დაწესებულებებს კი მადლობა გადაუხადა.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში. მათ ჩამოაწერეს დავალიანება სტუდენტებს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზეთ არჩევანი - შეუძლიათ თუ არა ჩამოაწერონ [დავალიანება]. არჩამოწერის შემთხვევაში რა თქმა უნდა შევიძენდით ამ დავალიანების პორტფელს. ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში.

 

მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა უარი გვითხრა, რომ ჩამოეწერა სტუდენტების დავალიანება და მეორე იყო ბატონი ბენდუქიძის უნივერსიტეტი. მხოლოდ ორმა უნივერსიტეტმა გვითხრა უარი დავალიანების განულებაზე. რა თქმა უნდა, შევთავაზეთ, რომ ვიყიდით ამ დავალიანებას და ჩვენ ავუნაზღაურებთ. სხვა ყველა ჩაერთო ამ პროგრამაში. ამაშიც გამოჩნდა, როგორც ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე. სტუდენტებს იყენებენ ინსტრუმენტად, საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner