logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთთან კონსულტაციებს და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია
- +

28 სექტემბერი. 2023. 16:37

 

 

გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

 

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

 

დააკვირდით როდის და როგორ კეთდება ეს განცხადება, თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციული თნამშრომლობაში, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია, რომელიც სამწუხაროდ, მათ მიერ გაჟღერებული ლოზუნგების მიუხედავად, შემჩნეულია ჩვენს ქვეყნაში რეალურად რუსული საქმის კეთებაში. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. გაქვთ მცდელობა, რომ ამ ყველაფერში მოძებნოთ კონსპირაციების თეორიებისთვის დასაყრდენი და რეალურად ამის მიზეზი არ გაქვთ. ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner