logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ, ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე წავა ციხეში
- +

28 სექტემბერი. 2023. 17:00

 

 

ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარი წაიკითხეთ, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე, მაგრამ აი მორიგი მაგალითი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს ეხებოდა ლაზარე გრიგორიადისზე.

 

პრემიერის თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს.

 

გამოიყენეს ეს ახალგაზრდა ანარქისტი, ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელზე. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა ათასი რომ იყოს ათასივე წავა ციხეში, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner