logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ერთადერთი არჩევანი არის ევროპა - მას ალტერნატივა არ აქვს!
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:28



ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის კითხვას, თუ სად ხედავს საქართველოს ნათელ მომავალს - ევროპაში თუ რუსეთში? - უპასუხა, რომ დღეს ევროპას ალტერნატივა არ ჰყავს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპელებს ჩვენთან თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ.


„ჩვენ ევროპელები ვართ. რუსეთმა ჯერ თვითონ უნდა გამოკვეთოს, რა აქვს სურვილი და ძალიან დიდი სახელმწიფოა და მე სულაც არ მინდა, არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში რაიმე მინიშნება გავაკეთო, რომ ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და ასე შემდეგ.

 

რა თქმა უნდა, ერთადერთი არჩევანი არის ევროპა! დღეს ევროპას ალტერნატივა არ ჰყავს, ეს არის სწორი მიმართულება და ეს არ  ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ევროპული ღირებულებები, ეს არის ძირითადი და ჩვენ განუხრელად უნდა ვისწრაფოდეთ აქეთ, რომ ევროპელებს მოუნდეთ ჩვენთან თანაცხოვრება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია და უახლოეს დროში მოვახერხებთ ამ ყველაფერს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner