logo_geo
eng_logo
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლონდონში, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა
- +

28 სექტემბერი. 2023. 18:29

 

 

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა.

 

ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე და ინგლისის და უელსის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ ბრიტანელ კოლეგას  საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმებისა და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner