logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: იმედი მაქვს, ის აგრესია, რაც პარტიებს შორისაა, არჩევნების შემდეგ ჩაცხრება
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:28



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" კოჰაბიტაციაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ ის აგრესია, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, აუცილებლად ჩაცხრება.


„კოჰაბიტაციასთან და სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით გამოძიებები გრძელდება. ზოგადად კოჰაბიტაცია და კითხვები, რაც ამასთან დაკავშირებით ისმოდა, მე არ ვეთანხმები ამ კრიტიკას, ჩვენ ვართ ყველანი ერთი სამშობლოს შვილები, პოზიციაც და ოპოზიციაც. მთავარია, რომ ძალადობაზე უარი თქვან, შეიცვალონ პოზიცია, ემსახურონ საკუთარ ხალხს, უყვარდეთ საკუთარი სამშობლო. რაც უფრო ადრე შეიცვლიან პოზიციას და უარს იტყვიან კანონდარღვევასა და ძალადობაზე, მით სწრაფად მოხდება ჩვენი საზოგადოების გაერთიანება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდგომ ეს დიდი აგრესია, რაც ძალიან მაწუხებს და აწუხებს მთელ საქართველოს, ჩაცხრება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner