logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
- +

28 სექტემბერი. 2023. 19:42

"საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ტონგ ოპის შეხვდა," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს ასევე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და World Expo 2030-თან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

 

 

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა საქართველოსადმი აზიის ქვეყნების ინტერესი. შესაბამისად, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ოქტომბერში საქართველოში ველოდებით კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას ეკონომიკური მიმართულებით. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბიზნესმენებთან“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა შეხვედრის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner