logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ბაჰრეინელ ხელოვანს, შეიხ რაშიდ ალ ხალიფას შეხვდა
- +

28 სექტემბერი. 2023. 19:43

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოში ბაჰრეინელ ხელოვანს, შეიხ რაშიდ ალ ხალიფას, შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ვასილ წერეთელი, მისი მოადგილე თათა ქსოვრელი და პროექტის მენეჯერი იასმინ შარაბი ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზე.

 

 

შეხვედრაზე გამოიხატა ორმხრივი მზადყოფნა და ინიციატივა ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების ჩატარების თაობაზე.

 

 

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სექტემბრის ბოლოს გაიხსნება ბაჰრეინელი ხელოვანის, რაშიდ ალ ხალიფას, უახლესი ინსტალაციების გამოფენა „პირველი სხივი“.

 

 

ექსპოზიცია მანამდე აზერბაიჯანში, ბაქოს ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარმოადგინეს გამოფენაზე, რომელიც 2023 წლის მარტში გაიხსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner