logo_geo
eng_logo
გიორგი სამანიშვილი: მოთხოვნა გაზრდილია - ღვინის კომპანიები ყურძენს დიდი რაოდენობით ჩაიბარებენ
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:32


 


ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას „რთველი 2016"-ის მიმდინარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ზოგადად ექსპორტი ამ მიმართულებით წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.


- კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის, როგორ შეაფასებდით მიმდინარე პროცესებს?


- რთველი ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულა, თუმცა, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში კრეფა უკვე ფაქტობრივად ბოლოშია გასული. გურჯაანში, ყვარელში, თელავში ალბათ, მომავალი კვირიდან დაიწყება. ყურძენზე საღვინე მიმართულებით მოთხოვნილება გაზრდილია. ანუ ღვინის კომპანიები ყურძენს დიდი რაოდენობით ჩაიბარებენ.


- „რთველი 2016"-ის ფარგლებში როგორ მიმდინარეობს ყურძნის სუბსიდირება?


- სუბსიდირების შარშანდელი სისტემა შენარჩუნდა. ყურძნის ჩაბარების მომენტიდან 15 დღის ვადაში, ჩამბარებელს პირადობის მოწმობით შეუძლია მიიღოს კუთვნილი თანხა. რაც შეეხება თვითონ ყურძნის ღირებულებას, ამაზე უკვე თვითონ ყურძნის გამყიდველი და მყიდველი მოილაპარაკებენ.


- ღვინის ექსპორტი იზრდება, სამაგიეროდ, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციაზე ფასების შემცირების ტენდენციაა. როგორ შეაფასებთ ამ ტენდენციას?


- ზოგადად  წინა წლებთან შედარებით ექსპორტი იზრდება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ღვინის ფასი დასტაბილურდა. ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე, მოგეხსენებათ, იყო ეკონომიკური პრობლემები და ისინი ვეღარ იხდიდნენ მაღალ ფასს ქართულ პროდუქტში. სწორედ ფასის შემცირებამ გამოიწვია ექსპორტის ზრდა, რაც ექსპორტზე დადებითად აისახა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ  საექსპორტო ღვინის საშუალო ფასი შემცირდა, ჯამური შემოსავალი მაინც გაზრდილია. აქედან გამომდინარე ექსპორტის ტენდენციები პოზიტიურია.


- მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარებით: „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია 22 ახალი, ხოლო გაფართოებულია 43 ღვინის მწარმოებელი საწარმო. თუ გაგრძელდება სამომავლოდ ეს პროექტი?


- აგროკრედიტები რთველზე დადებით გავლენას ახდენს, ყურძნის და საღვინე მიმართულებით შესყიდვის მიზნით, ასევე სასპირტე მიმართულებითაც. ფაქტობრივად, ღვინის და სპირტიანი სასმელის მწარმოებლებს ფულის პრობლემა არა აქვთ, მათ შეუძლიათ შეისყიდონ თამამად იმ რაოდენობის ყურძენი, რამდენის საჭიროება არის და გადახდის პრობლემაც არექნებათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner