"საქართველო არის პირნათელი და აქვს უდიდესი პროგრესი - ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას აქვთ უდიდესი პროგრესი," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან კანდიდატის სტატუსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თუ გადაწყვეტილება მორიგ ჯერზე კვლავაც იქნება პოლიტიკური და უსამართლო, ეს ნამდვილად იქნება სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.