logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ლექსო ალექსიშვილზე: როგორ შეიძლება ერთმანეთს შეადარო საერთაშორისო ტერორიზმში უკვე ბრალდებულ პირი და ის ადამიანი, რომლის შესახებ არც ბრალდება არ არსებობს და არც მტკიცებულება?
- +

28 სექტემბერი. 2023. 21:03

"ბატონ ლექსო ალექსიშვილს კარგად არ ვიცნობ. ამბობენ, ჭკვიანი კაციაო, ეკონომიკის მინისტრად ნამუშევარი, ზურაბ ჟვანიას კადრიაო, ახლაც კარგ და შემოსავლიან ადგილზეც მუშაობსო-PMCG-ის გენერალური დირექტორიაო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როდესაც ეკონომიკის სპეციალისტი, თან როგორც ამბობენ საკმაოდ კარგი, ცოტა არ იყოს პოლიტიკურ, უფრო კი პოპულისტურ განცხადებას თუ მოსაზრებას გვთავაზობს, აქ ორი ეჭვი ჩნდება-ამას გამიზნულად, სპეციალურად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აკეთებს, რაც უკვე პოლიტიკურ დემაგოგიაში გადადის "- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, როდესაც ეკონომისტი, თან როგორც ამბობენ საკმაოდ კარგი, ცოტა არ იყოს პოლიტიკურ, უფრო კი პოპულისტურ განცხადებას აკეთებს, ეჭვი ჩნდება რომ ამას გამიზნულად, სპეციალურად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აკეთებს, რაც პოლიტიკურ დემაგოგიაა.

 

 

ბატონ ლექსო ალექსიშვილს კარგად არ ვიცნობ. ამბობენ, ჭკვიანი კაციაო, ეკონომიკის მინისტრად ნამუშევარი, ზურაბ ჟვანიას კადრიაო, ახლაც კარგ და შემოსავლიან ადგილზეც მუშაობსო-PMCG-ის გენერალური დირექტორიაო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როდესაც ეკონომიკის სპეციალისტი, თან როგორც ამბობენ საკმაოდ კარგი, ცოტა არ იყოს პოლიტიკურ, უფრო კი პოპულისტურ განცხადებას თუ მოსაზრებას გვთავაზობს, აქ ორი ეჭვი ჩნდება-ამას გამიზნულად, სპეციალურად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აკეთებს, რაც უკვე პოლიტიკურ დემაგოგიაში გადადის. ან კიდევ უფრო უარესი, თუ მას ეს უნებლიედ, უცოდინარობით მოსდის, ასეთი რამ მინიმუმ უხერხულია და ეს უბრალოდ ლექსო ალექსიშვილს არ ეკადრება (წესით არც არავის არ უნდა ეკადრებოდეს!). ბატონი ალექსიშვილი, ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებაზე საუბრის დროს, პარალელს ავლებს საერთაშორისო დანაშაულში, მაგალითად ტერორიზმში მონაწილე პირსა და იმ პირს შორის, რომელსაც სანქციები უწესდება, რაც აბსოლუტური აბსურდია. როგორ შეიძლება ერთმანეთთან შედარება საერთაშორისო ტერორიზმში უკვე ბრალდებულ პირსა და იმ ადამიანს შორის, რომლის შესახებ არც ბრალდება არ არსებობს და არც მტკიცებულება? მხოლოდ ზოგადი ფრაზით შეიძლება ადამიანს სანქციები დაუწესო ან გაუყინონ ქონება? ამ სანქციის უკან საკუთრების უფლება არ დგას? ე.ი. საქართველოს მოქალაქეს, ვინც არ უნდა იყოს ის, უაპელაციოდ უნდა შევუზღუდოთ საკუთრების უფლება და შესაბამისად აუკრძალოთ თავისი ქონების გამოყენება? ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, ეს ყველაფერი ისევ შევადაროთ ტერორიზმის ბრალდებულ ერთ კონკრეტულ პირს? ბატონ ალექსიშვილს, აუცილებლად უნდა შევახსენეთ, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით თუ ვინმესთან წარმატებით თანამშრომლობს საქართველო, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებია, რის გამოც არაერთი მადლობა მიგვიღია. საქართველო სამართლიანად ითვლება ღირსეულ, პარტნიორად მსოფლიოს ყველა პროგრესული ქვეყნისთვის დაწყებული ისრაელიდან დამთავრებული ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებით. ტერორისტულ საკითხთან დაკავშირებით , თანამშრომლობა არამარტო უტყუარ მტკიცებულების და ფაქტებზე ხდება დაყრდნობა, არამედ ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნები ერთმანეთს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მათი თანამშრომლობის სულისკვეთებას. ასე რომ ტერორიზმის, ტერორიზმთან დაკავშირებულ პირების შემთხვევების მაგალითად მოყვანა საქართველოს მოქალაქის უაპელაციოდ საკუთრების უფლების და ქონების გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ან დილეტანტიზმისა და უცოდინარობის გამოვლინებაა, ან კიდევ ერთხელ გამიზნული პოპულიზმი და დემაგოგია.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner