„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოში დაბრუნებასა და მის მიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოწყობილ საგანგებო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო თავისთან დაიბარა, რათა გააცნოს გეგმები და გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს.
„დაგვიბრუნდა „ლუდოვიკოს ციცა“ ევროპიდან და ყველა „შარახვეტია“, „სპეკულანტი“ და „უსამშობლო“ თავისთან იხმო. ბალტიის ქვეყნები მოიარა ქალბატონმა და „დიდმა ძმებმა“ გზავნილები გამოატანეს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის, მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ ქართული ფილიალისთვის. ჰოო, სულ დამავიწყდა - სალომე დაუწინაურებიათ და რიგითი დისტრიბუტორობიდან, „გლობალური ომის პარტიის“ „სუპერ-ვაიზერობა“ უბოძეს. ამანაც დაიბარა ყველა უსამშობლო თავისთან, რათა გააცნოს გეგმები, გაუნაწილოს „ნარატივები“, გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს… აბა, თქვენ იცით, ნაყინი არ დაგეწუწოთ „საიდუმლო სე(ი)რობაზე”…“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.