logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთთან კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია
- +

28 სექტემბერი. 2023. 21:39

"გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

 

"თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციული თანამშრომლობაში, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები?, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ლავროვმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner