logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2022 წელს სოფელ პრჟევოდოვში უკრაინული რაკეტა ჩამოვარდა
- +

28 სექტემბერი. 2023. 22:54

პოლონეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლონელი ექსპერტების დასკვნით, 2022 წლის ნოემბერში, სასაზღვრო სოფელ პრჟევოდოვში საბჭოთა ან რუსული წარმოშობის უკრაინული რაკეტა დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"პოლონეთის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება დასრულდა დასკვნით, რომელიც კატეგორიულად მიუთითებს იმაზე, რომ ეს რაკეტა იყო უკრაინული - საბჭოთა, რუსული წარმოების. რაც შეეხება გაშვების ადგილს და კონკრეტულ სამხედრო ჯგუფთან კავშირს, ეს იყო უკრაინული რაკეტა", - განაცხადა პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნევ ზებრომ.

 

 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის ნანობს, რომ უკრაინული მხარის მხრიდან ამ ინციდენტის გამოძიებაში თანამშრომლობის ნაკლებობა იყო.

 

 

ზებრო მიიჩნევს, რომ პოლონეთთან ართანამშრომლობის გადაწყვეტილება მიღებული იყო უკრაინის სახელმწიფოს მაღალ პოლიტიკურ დონეზე.

 

 

2022 წლის 15 ნოემბერს, გვიან ღამით უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პჟევოდოვოში, მარცვლეულის საშრობი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

16 ნოემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner