logo_geo
eng_logo
ენზელ მკოიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

8 სექტემბერი. 2016. 14:34



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძნობს.



ამჯერად  ენზელ მკოიანი  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების- გორელოვკის, ორლოვკის, ჟდანოვაკანის, სამების,სპასოვკისა და ეფრემოვკის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე,რომელმაც დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებს. კერძოდ, თუ რა გაკეთდა ზემოხსენებულ სოფლებში 2013- 2016 წლებში და კიდევ რა არის გასაკეთებელი. დასახელდა ყველა ინფრასტრუქტურული პროგრამა, რომელიც სამომავლოდ  ამ სოფლებში დაინერგება.



ჩვენი მთავრობისთვის და ჩემთვის პრიორიტეტი იყო ყოველთვის მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება.მსურს მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. მე ვიცი ყველა თქვენი პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლებული საზოგადოება, პროგრესის წინაპირობაა, სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისათვის", - განაცხადა ენზელ მკოიანმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner