logo_geo
eng_logo
ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია აგრესორზე შემდგომი ზეწოლა, რათა რუსეთმა უკან დაიხიოს და დამარცხდეს
- +

28 სექტემბერი. 2023. 23:23

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე შეაქო ალიანსთან უკრაინის თანამშრომლობის შედეგები, რამაც თავდაცვის კოალიციების შექმნა შესაძლებელი.

 

 

„დღეს მე და [ნატოს] გენერალურმა მდივანმა განვიხილეთ თავდაცვის სფეროში ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ყურადღებას მოითხოვს: ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარება და უკრაინელი მეომრების საჭიროებები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია აგრესორზე შემდგომი ზეწოლა, რათა რუსეთმა უკან დაიხიოს და დამარცხდეს და ეს სწორი ტაქტიკაა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

ნატოსთან ერთად ჩვენ ვამუშავებთ ახალ დოკუმენტს - ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა - რომელიც განსაზღვრავს პრაქტიკულ ნაბიჯებს უკრაინის ალიანსის პრინციპებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner