''პრეზიდენტი არის დაპირისპირებული ბანაკის წევრი, ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათთან აწარმოებს კონსულტაციებს,"- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„კანდიდატის სტატუსზე უამრავი შედეგი გვაქვს და ეს პრეზიდენტის ვოიაჟებით არ არის მიღწეული. უამრავ ქვეყანაში დაგვიდასტურეს მყარი მხარდაჭერა, სერიოზული ვიზიტები ჰქონდა პრემიერ-მინისტრსაც და ვიზიტები იყო საქართველოშიც. საერთაშორისო ფორუმზე, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში საკმაოდ აშკარად და კონკრეტულად ჩვენ მივიღეთ ბევრი ქვეყნისგან მხარდაჭერის გარანტია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.