logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არსებობს სუსის განცხადება, სადაც კონკრეტული ფაქტებია დასახელებული და ეს ფაქტები, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ღიად განცხადებაში ითქვა
- +

28 სექტემბერი. 2023. 23:40

"არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სუსის განცხადება, სადაც კონკრეტული ფაქტებია დასახელებული და ეს ფაქტები, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ღიად განცხადებაში ითქვა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საზოგადოების თვალწინ განვითარდა მოვლენები, როდესაც მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს.

 

 

„დესტაბილიზაციის შესახებ როდესაც ვლაპარაკობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ სუსის განცხადებას. რეალურად, ჩვენ თვალწინ განვითარდა თუ არა მოვლენები, როდესაც მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს?! საბედნიეროდ, ამან არ მიიღო ფართო გავრცელება, სამართალდამცავების პროფესიონალურმა მოქმედებებმა აღკვეთა ეს. წარმოიდგინეთ უფრო დიდი მასშტაბით შემოტევა, აგრესიული ქმედებების ორგანიზება, რასაც აშკარა წინაპირობა გააჩნია და ამაზე დაუფარავად საუბრობენ გინდა უკრაინიდან, გინდა თბილისიდან, ერთი და იგივე ტექსტი, ერთი და იგივე მესიჯები გამოიყენება. ეს ელემენტი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის სტატუსის არ მიცემა, უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ პროცესის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner