"რუსეთის მოქალაქეა, უკრაინის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის და აქ ძირგამომთხრელ მუშაობას ეწევა, გასამართლდება იგივე პროცედურით, როგორც უკრაინის მოქალაქე სააკაშვილია გასამართლებული," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ხელი მოაწერა, რომ ქართულმა ჯარმა დაიწყო ომი.
„თუკი ვინმე მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და იმყოფება საქართველოში, არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც საქართველოს მოქალაქე იყოს, რუსეთის მოქალაქეა, უკრაინის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის და აქ ძირგამომთხრელ მუშაობას ეწევა გასამართლდება იგივე პროცედურით, როგორც უკრაინის მოქალაქე სააკაშვილია გასამართლებული. აშკარაა მან მხოლოდ ის დანაშაულები კი არ ჩაიდინა რაც დღეს იხილება, არამედ აშკარაა, რომ სააკაშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ხელი მოაწერა, რომ ქართულმა ჯარმა დაიწყო ომი. რომელმაც გარდაუვალად დაასახელა ომი შეცდომები რომც არ დაეშვა და მეორე მხრივ საომარი ზონიდან არ გამოჰყავს მშვიდობიანი მოსახლეობა. ახლა კიდევ აშკარა გახდა, რომ უფრო მეტია დანაშაულები და ჯარიდანაც მოპარულია მილიონები, რასაც ის პირადი მიზნებისთვის იყენებდა, პირადი ფუფუნებისა და გართობისთვის. ასეთი რეალობა არსებობს და რომ არ არსებობდეს და ფაქტები, რომ არსებობდეს ხელს ვერავინ მოჰკიდებდა. იგივე შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით, ჩაიდინა დანაშაული? აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით და იმ ფაქტების საფუძველზე, რაც რეალურია და რაც მოხდა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.