logo_geo
eng_logo
სენატორი რენდ პოლი: სპეციალური გენერალური ინსპექტორია საჭირო აშშ-ის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული დახმარებისა და იარაღის მონიტორინგისთვის
- +

29 სექტემბერი. 2023. 01:47

"რესპუბლიკელმა" სენატორმა, რენდ პოლმა განაცხადა, რომ სპეციალური გენერალური ინსპექტორია საჭირო აშშ-ის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული დახმარებისა და იარაღის მონიტორინგისთვის.

 

 

სენატორის თქმით, ავღანეთის ომის ბოლო წლებში აშშ-მა დანიშნა სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის რეკონსტრუქციისთვის.

 

 

"ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს გენერალური ინსპექტორი, რომელიც დახმარებას მონიტორინგს გაუწევს. ეს ყველაზე მცირეა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ვგულისხმობ, რომ უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოს ისტორია აქვს", - განაცხადა რენდ პოლმა.

 

 

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მონაცემებით, აშშ-მა უკრაინას 2022 წლის 24 იანვრიდან 31 ივლისამდე ჯამში 46.6 მილიარდი დოლარი გაუგზავნა. გარდა ამისა, უკრაინამ აშშ-ისგან 26.4 მილიარდი დოლარი მიიღო ფინანსური დახმარების სახით და 3.9 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner