logo_geo
eng_logo
აშშ-ის კონგრესში ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში პირველი მოსმენა გაიმართა
- +

29 სექტემბერი. 2023. 01:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც "რესპუბლიკურ პარტიას" უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში პირველი მოსმენა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

"რესპუბლიკელებმა" მოსმენის დროს განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენმა მოიტყუა ოჯახის წევრების, კერძოდ მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საგარეო ბიზნეს კავშირების შესახებ.

 

 

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს საბანკო გადარიცხვები ჩინეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც სავარაუდოდ გაგზავნილი იყო ჯო ბაიდენის სახლის მისამართზე დელავერში და გაურკვეველია, მიიღო თუ არა მან პირადად ფული.

 

 

12 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ მხარი დაუჭირა გამოძიების დაწყებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.

 

 

წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებაზე. ის ასევე ჩაუღრმავდება განცხადებებს, რომ ჯო ბაიდენი ჩართული იყო მექრთამეობაში, კორუფციაში ან სხვაგვარად ბოროტად იყენებდა უფლებამოსილებას მისი შვილის გამდიდრების მიზნით მაშინ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

 

 

ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის რესპუბლიკელებს მტკიცებულებები არ აქვთ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner