logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი პრეზიდენტზე: არ შეიძლება ამხელა ინსტიტუციის მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფა რეაქციის გარეშე რჩებოდეს
- +

29 სექტემბერი. 2023. 10:44

 

 

საქართველოს პრეზიდენტის უნებართვო ვოიაჟი ბალტიისპირეთში, კვლავ პოლიტიკური შეფასებების საკითხია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და ამ ვიზიტებით, ქვეყანას პრობლემებს უქმნის.

 

ბექა დავითულიანი: "საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთსნ შეთანხმებით, მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო წარმომადგენლობას. ყოველ ჯერზე როცა მას ეს თანხმობა არ აქვს, ის არღვევს კონსტიტუციას. როცა არღვევს კონსტიტუციას, სისტემა მასზე რეაგირებს, რადგან არ შეიძლება ამხელა ინსტიტუციის მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფა რჩებოდეს რეაქციის გარეშე.

 

რაც შეეხება მის ვიზიტს და კონკრეტულად რა პოლიტიკური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს - მე მართლა გულწრფელად მინდა, რომ ეს იყოს დადებითი შედეგის მომტანი, თუმცა იმ განცხადებიდან რაც მოვისმინეთ მაგალითად ბალტიისპირელი ლიდერისგან, პრეზიდენტი წავიდა იქ იმისთვის, როგორც თვითონ აცხადებს, რომ ჩამოიტანოს თანხმობა სტატუსზე, თუმცა წამოიღო დამატებით სანქციებთან მიერთების და ქვეყნისთვის პრობლემების შექმნის თხოვნა. მემგონი, ჯობია, რომ თუ მიდიხარ რაღაც კარგი წამოიღო, ცუდზე თუ დადიხარ, არ უნდა იარო, წესით."

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner