logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: იზრდება თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი
- +

29 სექტემბერი. 2023. 10:49

 

 

2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე თავდაცვისა და უშიშროების, ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების სხდომებზე იმსჯელებენ. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ნაცვლად 6.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისიწნებულია ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა 256.7 მლნ ლარით და ჯამში 22 170.9მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტში შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც და ის 2.6%-ით განისაზღვრება. გამომდინარე ბოუჯეტის ზრდისა თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ ბიუჯეტში ცვლილება, მთავრობის სწორი და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

 

ირაკლი ბერაია: "კომიტეტში გვექნება 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა. იზრდება თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთხმობს როგორც თავდაცვითი, ასევე საზოგადოებრივი მართლწესრიგის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას. ეს ცვლილებები მისასალმებელია და ჩვენი კომიტეტი მას მხარს დაუჭერს.

 

ძალიან სამწუხაროა რომ ამ პროცესის პარალელურად ჩვენ გვესმის მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით და უნდა გითხრათ რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამას მიზანმიმართულად ავრცელებენ, რათა მათ მოახდინონ როგორც სამართლადამცავი უწყებების, ასევე უსაფრთხოების სისტემის, თავდაცვის სისტემის დისკრედიტაცია. მათი რეპუტაციული და ინსტიტუციური დაზიანება, რაც ეფუძნება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ზოგადად მათი უუნარობისა და უმოქმედობის გადაფარვას. ჩვენ, მმართველმა გუნდმა, ძალიან კარგად ვიცით, რა სჭირდება ამ ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, განვითარებას და ვდგამთ ყველა ნაბიჯს აღნიშნული მიმართულებით."

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner