logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია "ნაციონალურ მოძრაობაზე": ეს ადამიანები ვერც ერთად და ვერც ცალცალკე ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დაუშავებენ
- +

29 სექტემბერი. 2023. 11:35

 

 

ირაკლი ბერაია: "ჩემი ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება ის, რა პროცესებიც მიდის "ნაციონალურ მოძრაობაში" და არ მგონია რომ ამ ქვეყანაში, რომელიმე საღად მოაზროვნეს აინტერესებდეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები. ეს პროცესები არის ჩვეულებრივი ბუნებრივი კანონზომიერება, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყნის მავნებელი და ქვეყნის დამაზიანებრლი დესტრუქციული ძალა, რომელიც დღე და ღამე იმისთვის მუშაობს, რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს ქვეყანას. ეს არის ჩვეულებრივი კანონზომოერება, რომ ეს ისედაც მარტივ მამრავლებად დაშლილი წარმონაქმნი, რასაც ქვია "ნაციონალური მოძრაობა", აგრძელებს კიდევ უფრო წვრილ ნამსხვრევებად დაშლას. "ნაციონალური მოძრაობის წევრები, ყოფილები თუ დღეს არსებული წევრები, დღეს ერთად იქნებიან თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები ვერც ერთად და ვერც ცალცალკე ჩვენს ქვეყანას ვერაფერს დაუშავებენ და არანაირი უარყოფითი გავლენა მათ საქართველოს განვითარებასა და დღის წესრიგზე არ ექნებათ."

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner