logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: "ნაციონალური მოძრაობა" არის დაშლილი მარტივ მამრავლებად და ეს ამ ქვეყნისთვის ცუდი არ არის
- +

29 სექტემბერი. 2023. 11:44

 

 

დაშლის პირას მყოფ პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ მმართველ გუნდში. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ქვეყნისთვის მათი გადალაგება სულერთია.

 

"ნაციონალური მოძრაობა" არის დაშლილი მარტივ მამრავლებად და ეს ამ ქვეყნისთვის ცუდი არ არის. საარჩევნო თვალსაზრისით, ქვეყნისთვის, ჩვენთვის როგორც მმართველი ძალისთვის, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ისინი არჩევნებზე ცალცალკე წარსდგებიან, ერთად თუ ა.შ. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ერთი ფრთის ლიდერი არის ლევან ხაბეიშვილი, მერე ახალ ფრთას აკეთებს ნიკა მელია. იქიდან კიდევ ორ-ორი, სამ-სამი კაცი ეყოფიან, სულერთია ამ ქვეყნისთვის ისინი რას იზამენ."

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner