logo_geo
eng_logo
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის მისია ეწვია
- +

29 სექტემბერი. 2023. 11:58

 

 

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს თბილისში მიმდინარე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის ფორუმის 80 მონაწილისგან შემდგარი მისია ეწვია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

რეგიონული ალიანსის წევრები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნისა და ტერიტორიის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და პროფესიული ასოციაციებისგან შედგება, კიბოს სკრინინგული პროგრამის მიმდინარეობას და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

 

სტუმრები სკრინინგ ცენტრის დიდუბისა და ვარკეთილის ფილიალებს ეწვივნენ, სადაც სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ და ფილიალების მენეჯერებმა, ნორა კიკაჩეიშვილმა, გვანცა გულიაშვილმა და ნინო ბირკაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.

 

სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით, ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში PAP–ტესტი, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, უფასოდ ტარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner