logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: როდესაც ერთ სახელისუფლებო პარტიას ხალხი უფრო ენდობა პრობლემების მოგვარებაში, ვიდრე ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას მათივე კვლევებით, ეს უკვე საბედისწერო განაჩენია მათთვის
- +

29 სექტემბერი. 2023. 12:38

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ს მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგს ეხმაურება.

 

ჩიბურდანიძის თქმით, ოპოზიციის მიერ დაკვეთილი კვლევიდან ჩანს, რომ ქართველი ხალხი უმუშევრობის, ტერიტორიული მთლიანობის, განათლების, კლიმატის ცვლილების და ჯანდაცვის, ანუ ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებას ანდობს ხელისუფლებას და არა ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას.

 

„Edison Research -ის კვლევით, რომელიც „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, პოლიტიკურ რეიტინგებში "ქართულ ოცნება"- ს 37% დაუწერეს, თუმცა, იქვე, იმავე კვლევაში, კითხვაზე: „თქვენი აზრით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ვინ უფრო გაუმკლავდება პრობლემებს?", პასუხში გამოკითხულთა 57-53 % ყველა პრობლემაზე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მოაგვარებს, ხოლო 43-47% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია (ყველა ერთად).

 

ხალხი ხმას აძლევს იმას, ვისაც ენდობა მისი პრობლემების მოგვარებაში, ეს არის აქსიომა პოლიტიკაში და სწორედ აქ ეპარებათ სიმართლე კვლევებში. ამ კონკრეტული კვლევის შედეგების ალოგიკურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

 

ოპოზიციის მიერ დაკვეთილი კვლევიდან ჩანს, რომ ქართველი ხალხი უმუშევრობის, ტერიტორიული მთლიანობის, განათლების, კლიმატის ცვლილების და ჯანდაცვის, ანუ ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა პრობლემის მოგვარებას ანდობს ხელისუფლებას და არა ერთად აღებულ მთელ ოპოზიციას.

 

ეს კი საბედისწერო განაჩენია მათთვის ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ“, -წერს ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner