logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით, არამედ ოპოზიციის
- +

29 სექტემბერი. 2023. 12:58

 

 

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით, არამედ ოპოზიციის”, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა. მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და ევროპული ვიზიტებიც სწორედ საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

 

"სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს არა ჩვენი საზოგადოების ინტერესებით და არა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით, არამედ ხელმძღვანელობს ოპოზიციის ინტერესებით და, როგორც ჩანს, არის ანგარიშვალდებული ოპოზიციასთან. ეს რით არის განპირობებული, რომ კონკრეტული რადიკალური, ოპოზიციური ჯგუფების წინაშე თავს გრძნობს ვალდებულად ანგარიშების ჩაბარებისა, ამას, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება აფასებს, ხვდება და დასკვნებსაც აკეთებს. რაც შეეხება მის ვიზიტებს - ასეთი უხეში, მიზანმიმართული დარღვევა კონსტიტუციის არის სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner