logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: პრეზიდენტი პატივს არ სცემს იმ დოკუმენტს, რომლის აღსრულების უმთავრესი გარანტი თავად უნდა იყოს
- +

29 სექტემბერი. 2023. 13:47

 

 

გივი მიქანაძე: "საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს ღიად საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარრვევას. ყველა ხედავს, რომ ის მიზანმიმართულად ახორციელებს ამ ვიზიტებს. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმ ნარატივს ახორციელებს  რასაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ თავს მოახვიოს საზოგადეობას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. არანაირი პოზიტიური შედეგი პრეზიდენტის ამ ვიზიტებისგან რეალურად არ იკვეთება.

 

რეალური საქმე კეთდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ხვდება იმ ლიდერებს, რომლებიც მნიშვნელოვან პოზიციებს გვიზიარებენ და აფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

 

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ხორციელდება და ეს ადამიანი თავისი მოქმედებებით, პირველ რიგში, პატივს არ სცემს იმ უმთავრეს დოკუმენტს, რომელზეც მან დაიფიცა და რომლის აღსრულების უმთავრესი გარანტი, წესით, თვითონ უნდა იყოს."

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner