2011 წელს იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ 5 წელი გავიდა. იაპონიაში ამ დღეს დაღუპულებს იხსენებენ. დღეს,14:46 საათზე მთელ იაპონიაში წუთიერი დუმილი გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ და იმპერატორმა აკიჰიტომ ტოკიოში მემორიალური კომპლექსი ყვავილებით შეამკეს.
დამანგრეველ მიწისძვრას და ცუნამს 18 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.