logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოსა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა
- +

29 სექტემბერი. 2023. 15:49

 

 

საქართველოსა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა ქალაქ დუბლინში, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია მიმდინარეობს.

 

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის პარლამენტის სპიკერები შეთანხმდნენ, რომ განახლდეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამხრივი ფორმატი, რაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრებს გულისხმობს.

 

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე.

 

ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან კარგი და სტრატეგიული ურთიერთობა არსებობს. შეხვედრაზე ამ ურთიერთობების დინამიკას ხაზი გაესვა. ორი ქვეყნის სპიკერები შეთანხმდნენ, რომ განახლებული იყოს საპარლამენტო თანამშრომლობის სამხრივი ფორმატი, რაც გულისხმობს – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრებს. ასევე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის არსებულ დღის წესრიგს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ თურქეთთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს, თუმცა კიდევ მეტი შესაძლებლობაა, რომ ეს თანამშრომლობა გაიზარდოს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამას ორივე მხარე ხელს შეუწყობს. ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ გარემოზე, რომელიც რეგიონშია შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე გარემოში ჩვენ გვქონდეს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და კონსულტაცია სტრატეგიულ პარტნიორთან თურქეთთან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner