logo_geo
eng_logo
კასპში ყაზბეგის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია
- +

29 სექტემბერი. 2023. 15:57

 

 

კასპში ყაზბეგის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბეტონზე ხელოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულების პროცესშია.

 

პროექტის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ. უკვე დასრულდა შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაც.

 

ხელოვნურ საფარიანი მოედნის სამუშაოებს შპს „ევრო ალიანსი“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 78 791 ლარია.

 

ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის საჭიროა მეტი სპორტული სივრცე და ხელშეწყობა, რასაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია მიზნობრივად ახორციელებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner