logo_geo
eng_logo
თამარ მეფის გამზირი N20-ში სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

29 სექტემბერი. 2023. 18:01

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა თამარ მეფის გამზირი N20-ში მდებარე ხანძრის შედეგად დაზიანებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

 

პროექტის მიხედვით, გამაგრდა შენობის საძირკველი, მონოლითური ბეტონით მოეწყო სართულშუა გადახურვის ფილა, ლითონის ელემენტებით მოჩარჩოვდა ფანჯრები და კარის ღიობები. ამასთან, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება.

 

აღნიშნულ  მისამართზე 28 ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობა გამგეობას ქირით ჰყავს უზრუნველყოფილი.

 

პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენებელი+“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 691 012 ლარს შეადგენს.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი დიდუბის რაიონის გამგებელთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან - გიორგი ვოლსკისთან, გივი ჩხრტიშვილთან და ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner