logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და გავაკეთებთ ყველაფერს, გვაქვს ამისი სათანადო უნარიც, შესაძლებლობაც და რესურსიც, რომ ყველა ასეთ ბოროტ განზრახვას და ამ ცხელ თავებს გავცეთ კანონის ძალით უმკაცრესი პასუხი
- +

29 სექტემბერი. 2023. 18:16

 

 

„სახელმწიფო, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, გავაკეთებთ ყველაფერს და გვაქვს ამისი სათანადო უნარიც, შესაძლებლობაც და რესურსი, რომ ყველა ასეთ ბოროტ განზრახვას და ამ ცხელ თავებს გავცეთ კანონის ძალით გავცეთ უმკაცრესი და პრინციპული პასუხი“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით.

 

„მოვუწოდებ თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, ყურადღებით და არ უნდა ავყვეთ იმ პროვოკაციებს და შეცდომაში არ უნდა იყონ ჩვენი თანამოქალაქეები შეყვანილი. განსაკუთრებით ახალგაზრდები იმ ბოროტი და ქვეყნის მტრულად განწყობილი ძალების მხრიდან, რომლებიც ერთგვარად აქამდე რაღაცნაირად ფუთავდნენ თავიანთ რადიკალურ და სისხლისმსმელ პოლიტიკას და ახლა უკვე სრულიად ცალსახად და ღიად გაუჩნდათ თურმე იმის სურვილი, რომ ქვეყანაში სისხლისღვრის ხარჯზე, ჩვენი თანამოქალაქეების სისხლისღვრისა და მათი სიცოცხლის ხელყოფის გამოყენების ხარჯზე აქ არიონ სიტუაცია. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ვიყოთ მომეტებულად ფხიზლად, თუმცა ამავდროულად ჩვენს საზოგადოებას ასევე მინდა ვუთხრა, რომ სახელმწიფო, ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და გვაქვს ამისი სათანადო უნარიც, შესაძლებლობაც, რომ ყველა ასეთ ბოროტ განზრახვას და ამ ცხელ თავებს გავცეთ კანონის ძალით გავცეთ უმკაცრესი და პრინციპული პასუხი“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner