სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრია და ის აეროპორტში თავის აფეთქებას გეგმავდა.
როგორც გამოცემა „შაბაჰი" წერს, ეჭვმიტანილი სტამბოლში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დიარბაქირიდან ჩავიდა.