logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კორძაია ფრთხილად უნდა იყოს პრეზიდენტის პოზიციის გახმოვანებისას, შეიძლება, პრეზიდენტმა სხვა მიდგომის შესახებ განაცხადოს, იმის მიხედვით, რას მოილაპარაკებს მოკავშირე პარტიებთან
- +

29 სექტემბერი. 2023. 20:59

 

 

თამარ კორძაია პრეზიდენტის პოზიციას როდესაც ახმოვანებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან შეიძლება, პრეზიდენტმა მეორე წუთს სხვა პოზიციის, მიდგომის შესახებ განაცხადოს, იმის მიხედვით, რას მოილაპარაკებს მოკავშირე პარტიებთან“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხდა.

 

გიორგი ვოლსკის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეფერხება სერიოზულ რეაგირებას ახდენს საბანკო-საფინანსო სისტემებაზე.

 

„ვინაიდან პრეზიდენტს ნათქვამი აქვს, თუნდაც იმ ფორმატში, სადაც კორძაია იმყოფებოდა, ესე იგი, არსებობს იდეა, რომ ასეთი საბოტაჟური მიდგომით ხელი შეუშალოს ეროვნულ ბანკს მუშაობაში და ეს არც არასდროს დაუმალავს. ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეფერხება, მისი რყევა, თუნდაც საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, კანდიდატების წარდგენა და შემდეგ უკან გაწვევა სერიოზულ რეაგირებას განაპირობებს საბანკო-საფინანსო სისტემებაზე, რაც უკავშირდება ვალუტის კურსსაც, ფასებსაც. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა საზოგადოებაში დესტაბილიზაციის განცდა უფრო გამწვავდეს და შესაბამისად, დარტყმა მიაყენოს ჩვენს საბანკო სისტემას. ჩვენ მყარად ვდგავართ, რეზერვები საკმარისია, საკმარისზე მეტია და, ვფიქრობ, ეს ძალიან ადარდებთ, ანაღვლებთ რევოლუციური კომიტეტის წევრებს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც აღმოჩნდა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განაცხადებით,სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროებით შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ბანკსაც, ამიტომ ეს არის ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner