„ეროვნულ ბანკს ხელოვნურად აზიანებენ, რადგან ამან მოსახლეობისთვის გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„პრეზიდენტმა ეს ვინმესთან მართლა თუ თქვა და ამას ღიად ვინმე ადასტურებს, ნიშნავს, რომ ეს არის ერთგვარი აღიარებითი ჩვენება. აღიარება იმისა, რასაც ჩვენ ამდენ ხანს ვამბობთ და წესით უნდა ეთაკილებოდეთ ასეთი დამოკიდებულება, როდესაც აზიანებენ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ხალხისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, ინსტიტუციებს. აზიანებენ მარტო იმ მიზნით, რომ ხელისუფლებასთან პაექრობაში რაღაც კრიტიკული არგუმენტი მოიპოვონ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განაცხადებით,სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დროებით შენარჩუნება მძიმე მდგომარეობაში აყენებს ეროვნულ ბანკსაც, ამიტომ ეს არის ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრძანება გააუქმოს.