logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტის მოცულობა თითქმის სამჯერაა გაზრდილი და ამის მიზეზია ის გაწონასწორებული, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს
- +

29 სექტემბერი. 2023. 22:25

 

 

2012 წელთან შედარებით ბიუჯეტის მოცულობა თითქმის სამჯერაა გაზრდილი და ამის მიზეზია ის გაწონასწორებული, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ეკონომიკის ზრდა მოემსახურება როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე მისი საერთაშორისო ავტორიტეტის ცნობადობისა და ინტერესის გაზრდას“, - აღნიშნა ექსპერტმა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, 5, 8 % შეადგინა. 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7%-ია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner