logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური ვაშაძეზე: ეს არის ადამიანი, რომელსაც ოგბუნუჯუმ პირწმინდად მოუგო
- +

29 სექტემბერი. 2023. 23:07

 

 

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ნაცმოძრაობაში ახალი არაფერი ხდება, არანაირი ახალი კონფიგურაცია არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ვინ არის გვარამია, ეს ხომ ყველამ კარგად იცის? რომელი ახალი სახეა ან სად პოლიტიკაში მოდის? ფიქრობთ, ქართველ ხალხს ჰგონია, რომ ის პოლიტიკიდან სადმე წასული იყო? რაც შეეხება ვაშაძის მათ რიგებში მიყვანას, ეს არის ადამიანი, რომელსაც ოგბუნუჯუმ პირწმინდად მოუგო და მასზე ნაკლები ხმები აიღო. ეს ადამიანი მოიყვანეს და ჩააჩოჩეს მეორე კომიკოსი ხაბეიშვილი. ამაზე მეტ საჩუქარს ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ძალას, ვერავინ გაგვიკეთებდა, უგულავასთან დაკავშირებით კი ყველამ იცის, რომ ჩამნაცვლებლის როლი აქვს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner